ხარ დამამთავრებელი კლასის მოსწავლე (11-12 კლასები) ან აბიტურიენტი?გაინტერესებს ჟურნალისტიკა და ფიქრობ პროფესიული არჩევანის გაკეთებას ამ მიმართულებით? მაშინ ეს შესაძლებლობა შენთვისაა!
პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის აცხადებს მსმენელების მიღებას „მომავალ ჟურნალისტთა სკოლაში“.
სკოლის მსმენელები შესაძლებლობა ექნებათ გაიარონ კარიერული ორიენტაციის ტესტი და განსაზღვრონ საკუთარი შესაძლებლობები კონკრეტულ მიმართულებებში.
გაეცნონ ტელევიზიაში მუშაობის ძირითად პრინციპებს, ახალი ამბების მომზადებისა და გაშუქების, რეპორტაჟებისა და დოკუმენტური ფილმების მომზადების, ინტერვიუების ჩაწერის, ფოტო, ვიდეო გადაღების, მონტაჟის ძირითად ასპექტებს.სკოლის სასწავლო კურსის დასრულების შემდეგ მსმენელები მიიღებენ სერტიფიკატს. წარმატებული ნამუშევრები გამოქვეყნება ტელე და ონლაინ მედია საშუალებებში.
“მომავალ ჟურნალისთა სკოლაში” სწავლა უფასოა. კონკურსის პირობები:
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ 15 – დან 18 წლამდე ახალგაზრდებს;
კონკურსის მონაწილე უნდა ფლობდეს კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევებს (ბეჭდვა, ელ.ფოსტა, სოციალური ქსელები);
უნდა შეეძლოს გამართულად წერა;
კონკურსში მონაწილეობისთვის გამოგზავნეთ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი (რატომ გინდათ მონაწილეობა პროგრამაში) ელექტრონულ ფოსტაზე info@pec.org.ge სათაურში (subject) ქართული შრიფტით მიუთითეთ: მომავალ ჟურნალისტთა სკოლა და თქვენი სახელი და გვარი. თუ გაქვთ მომზადებული სტატია, თხზულება, ფოტორეპორტაჟი, პოსტი ან მოსაზრება, შეგიძლიათ გამოგზავნოთ CV-თან ერთად.კონკურსში განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 20 დეკემბერი.
სწავლება განხორციელდება ონლაინ რეჟიმში. სწავლების ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ტური ტელევიზიაში.#მომავალჟურნალისტთასკოლა#პეკ