2020 წლის ოქტომბერ-ნოემბერში “პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის” მიერ განხორცილებული პროექტის “სოფლად მცხოვრები ქალების გაძლიერება საზოგადოებრივი და პოლიტიკური მონაწილეობით” ფარგლებში ჩატარდა ტრენინგების სერია 4 რეგიონში მცხოვრები 120 ქალისთვის, სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმებსა და მეწარმეობაზე.
პროექტი „ქალთა გაძლიერება საზოგადოებრივი და ეკონომიკური მონაწილეობით“ ხორციელდება ბრიტანული ფონდ “BEARR TRUST”-ის მხარდაჭერით. სამიზნე ჯგუფია ლიდერობით, სამოქალაქო მონაწილეობითა და მეწარმეობით დაინტერესებული ქალები და ახალგაზრდები.
პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის უზრუნველყოფს ადამიანის უფლებების, დემოკრატიული ღირებულებების რეალიზებას და მდგრადი განვითარების ხელშეწყობას საქართველოში, ფორმალური და არაფორმალური განათლების ღონისძიებებით, სტრატეგიული კომუნიკაციით, ადვოკატირებით ადგილობრივ, ეროვნულ, საერთაშორისო დონეზე, სამოქალაქო მონაწილეობის მექანიზმების გამოყენებით, ახალგაზრდების და ქალების ჩართულობის უზრუნველყოფით სამოქალაქო-საზოგადოებრივ პროცესებში.